01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

share

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის განმავლობაში ალდაგში დააზღვევს ავტომობილს ან განაახლებს ავტოდაზღვევას, ეძლევა საშუალება, ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით:

1)     ინდივიდუალურად გამოთვლილი პრემია

2)     მომხმარებელზე მორგებული პაკეტური შეთავაზებები

3)     0% ფრანშიზა_ანუ თანამონაწილეობის გარეშე ანაზღაურება

4)     უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდაობა

5)     საჩუქრები

ინდივიდუალურად გამოთვლილი პრემია გულისხმობს თითოეულ კლიენტზე მორგებულ ფასს, რომელიც ავტომობილის მფლობელის ისტორიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ითვლება. იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიაში კარგი ისტორია აქვთ, ალდაგი სპეციალურ ფასს სთავაზობს. ინდივიდუალურად გამოთვლილი ფასის გარდა, ალდაგი კლიენტებს შესთავაზებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სადაზღვევო ნაკრებს.

0% -იანი ფრანშიზა გულისხმობს ზარალის ანაზღაურებას მომხმარებლის თანამონაწილეობის გარეშე ანუ  სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას კლიენტს არანაირი ხარჯი არ ექნება.  

რაც შეეხება უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდაობას, ეს ნიშნავს კლიენტისთვის ისეთი დამატებითი კომფორტის შექმნას, როგორიცაა ავტომობილის სხვის სარგებლობაში გადაცემა ნებისმიერ სასურველ დროს. თუ მანამდე მძღოლს მოეთხოვებოდა სადაზღვევო კომპანიაში უფლებამოსილი მძღოლების დასახელება და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ახლა ეს პროცედურა საჭირო აღარ არის, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავარიის დროს, მძღოლის კუთვნილ მანქანას სხვა პირი მართავდა, ეს ანაზღაურებისას ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება.

გარდა სტანდარტული საჩუქრებისა, როგორებიცაა ფასდაკლებები ავტომობილის რეცხვაზე, საწვავსა და ავტონაწილებზე, ალდაგი მომხმარებლებს, ავდოტაზღვევის აქციის ფარგლებში, სთავაზობს უფასო ტექდათვალიერების ვაუჩერს გრინვეიში, სადაც ძალიან მოკლე დროში და კომფორტულად შესაძლებელია ავტომობილის ტექნიკური შემოწმება.

გარდა ამისა, ალდაგში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა. მათ, ვინც ივლისის თვეში შეიძენს ავტოდაზღვევას ალდაგში, საჩუქრად გადაეცემა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მდებარე სასტუმროების ვაუჩერები. შეთავაზებული სასტუმროებიდან მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს მისთვის სასურველი სასტუმრო და 31 დეკემბრამდე, ნებისმიერ დროს ესტუმროს მას.

 

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...

03 დეკემბერი, 2018

ავტომობილის დაზღვევის ზამთრის აქცია: მეტი უსაფრთხოებისთვის

ალდაგში ზამთრის ავტოაქცია დაიწყო! შეიძინე ავტოდაზღვევის სრული პაკეტი  და მიიღე ალდაგის საჩუქრები მეტი...