საპენსიო დაზღვევა

საპენსიო დაზღვევა თანხის დაგროვების საუკეთესო საშუალებაა.
თქვენ თავად განსაზღვრავთ გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე, შეძლებთ თავად ადევნოთ თვალი საკუთარი საპენსიო ფონდის ფორმირების პროცესს.

საპენსიო დაზღვევა ითვალისწინებს:

  • თქვენს ფინანსურ უზრუნველყოფას ხანდაზმულობის პერიოდში;
  • საპენსიო შენატანზე დარიცხულ დამატებით შემოსავალს;
  • საპენსიო შენატანების ოდენობის, გადახდის პერიოდულობისა და პენსიის; ტიპის თავისუფალ არჩევანს.

მუდმივი პენსია

  • როდესაც საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიას მიიღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან სიცოცხლის ბოლომდე.

ვადიანი პენსია

  • როცა საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიას მიიღებს პენსიის გაცემის დაწყებიდან მისთვის სასურველი პერიოდის განმავლობაში.

ერთჯერადი პენსია

  • როცა საპენსიო ფონდის მონაწილე პენსიაზე გასვლისას ერთჯერადად მიიღებს საპენსიო დანაგროვის ნაწილს, ხოლო დარჩენილ თანხას კი - მუდმივი ან ვადიანი პენსიის სახით.