სამოგზაურო დაზღვევა

შეიძინეთ გამგზავრებამდე 5 წუთით ადრე

ალდაგის ახალი სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.

ჩვენთან შეძენილი სამოგზაურო დაზღვევის პოლისი შეძენისთანავე გამოგეგზავნებათ მითითებული ელ.ფოსტის მისამართსა და ტელეფონზე:

  • არ არის აუცილებელი პოლისის ამობეჭდვა
  • საზღვარგარეთ პოლისი შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონული სახით

3 ნაბიჯი პოლისის სწრაფად შესაძენად

ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის ყიდვა შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ, სწრაფად და მარტივად. პოლისის შეძენის პროცესი 3 ნაბიჯისგან შედგება - დათვალეთ ფასი, მიუთითეთ ინფორმაცია დაზღვეულების შესახებ, შეიძინეთ და ისარგებლეთ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევით.  

 

 

 

 

 

ელექტრონული პოლისი 1 ლარად

სამედიცინო და დამატებითი დაფარვები სამ პროდუქტად არის წარმოდგენილი: „სტანდარტი“, „კომფორტი“ და „პრემიუმი“.   ბარგის დაკარგვისა და მგზავრობის ხარჯების დაფარვებთან ერთად, პირველად საქართველოში ალდაგი გთავაზობთ პერსონალური პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც გულისხმობს საზღვარგარეთ მესამე პირისთვის მიყენებული სხეულის დაზიანების და/ან მატერიალური ქონების ფიზიკური დაზიანების ხარჯების დაფარვას.

მულტი პოლისი - მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს

წლიური მულტი პოლისი მოქმედებს მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს, ხოლო, ერთჯერადი პოლისი მათთვის, ვინც კონკრეტული ვადით დაგეგმილი მოგზაურობისთვის ემზადება. 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დააფიქსირეთ სადაზღვევო შემთხვევა 24 საათის განმავლობაში

  • სამედიცინო მომსახურების საჭიროებისას, შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში მიმართეთ საერთაშორისო ასისტანსს ნომრებზე + 7 495 987 17 75 + 49 302 178 25 34
  • ყველა სხვა რისკის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიმართეთ ალდაგის ცხელ ხაზს ნომერზე +99532 2 444 999