დაზღვევა საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ალდაგის სპეციალური პირობებით. 

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა

დააზღვიეთ თქვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვა პირების წინაშე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ავტომობილით სხვა პირის ჯანმრთელობას ან ქონებას მიაყენებთ ზიანს, სადაზღვევო კომპანია გადაუხდის მესამე პირს დაზიანებული ქონების (მათ შორის, ავტომობილის) აღდგენის ან დაზიანებული მესამე პირის მკურნალობისთვის გაწეულ ხარჯებს.

დაზღვევის პირობები MTPL-004/17-1

გაიგეთ მეტი
მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

საბანკო დაზღვევის ფარგლებში, ბინის მფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევისას ანაზღაურდება ზარალი, რომელიც მიადგა მეზობლის ქონებას თქვენს სახლში წარმოქმნილი ხანძრის, აფეთქების ან წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლის(დატბორვის) შედეგად. (მაგ: მეზობლის ბინაში ჩავიდა წყალი)

სადაზღვევო შემთხვევისას, მეზობლებთან საორგანიზაციო საკითხებს კოორდინაციას გაუწევს ალდაგი. სადაზღვევო შემთხვევის შეფასებას მოახდენენ ალდაგის ექსპერტები და განახორციელებენ აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს.

*მეზობლის წინაშე პასუხიმგებლობის დაზღვევა ძალაში შედის ბარათის გაცემიდან 24 საათში.

*დაზღვევით იფარება თქვენს საკუთრებაში არსებული მხოლოდ ერთი ბინის მეზობლების წინაშე პასუხისმგებლობა. 

სადაზღვევო შემთხვევისას გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • დაუყოვნებლივ დარეკეთ ალდაგის ცხელ ხაზზე 032 2 444 999
  • აცნობეთ ოპერატორს დამზღვევის პირადი ნომერი
  • შემთხვევის მოკლე აღწერა
  • შემთხვევის დრო და ადგილი
  • შემთხვევიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართეთ ალდაგის ოფისს ან გაუგზავნეთ წერილობითი შეტყობინება მომხდარის შესახებ.
  • არ დაიწყოთ შემთხვევის შედეგად დაზიანებული ქონების შეკეთება ალდაგთან წინასწარი შეთანხმების გარეშე

დაზღვევის პირობები GTPL/R-001/17

დაზღვევის პირობები GTPL/R-001/18

გაიგეთ მეტი