20 მარტი, 2018

2017 წლის მონაცემები

share

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე და 2017 წლის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის წილის 36.7%-ს ფლობს. ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 40.3% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 39.0% ფლობს. 2017 წლის შედეგებით, ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი 39.4 მილიონ ლარს შეადგენს.

2017 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი World Finance Global Insurance Awards-ის მიერ საქართველოში საუკეთესო მზღვეველად დასახელდა. ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. World Finance კვარტალური ელექტრონული გამოცემაა, რომელიც ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ბიზნესის და მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს ახორციელებს. ასევე ახდენს დაჯილდოებებს სხვადასხვა მიმართულებით, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.

Best Life and General Insurance Company, Georgia - ტიტული ალდაგმა 2017 წლის შედეგების მიხედვით მიიღო.

სრული ინფორმაცია: http://bit.ly/ALDAGIGLOBAL

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...