სადაზღვევო კომპანია ალდაგი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქონებრივი რისკების დაზღვევის ბაზარზე და 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გამომუშავებული პრემიის მიხედვით, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 34%-იან წილს ფლობს. ავტოდაზღვევის მიმართულებით, ალდაგს ბაზრის 35% უჭირავს, ხოლო ქონების დაზღვევის მიმართულებით - 34%-ს ფლობს. 2018 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ავტოდაზღვევაში 3,129 სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა, ხოლო ქონებაში - 976. ალდაგის მიერ ანაზღაურებული ზარალი ჯამურად 9.8 მილიონ ლარს შეადგენს.
2017 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი World Finance Global Insurance Awards-ის მიერ საქართველოში საუკეთესო მზღვეველად დასახელდა. ალდაგი უკვე 28 წელია, სტაბილურად ვითარდება და ქმნის ქართული დაზღვევის ისტორიას. World Finance კვარტალური ელექტრონული გამოცემაა რომელიც ფინანსური სექტორის, საერთაშორისო ბიზნესის და მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს ახორციელებს. ასევე ახდენს დაჯილდოებებს სხვადასხვა მიმართულებით, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა.
Best Life and General Insurance Company, Georgia - ტიტული ალდაგმა 2017 წლის შედეგების მიხედვით მიიღო.
სხვა ახალი ამბები
სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის... შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები. 2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების... განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში
ავტო დაზღვევის აქცია
უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა