დღეს, ტექნოპარკში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერია სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სამიტზე კომპანიის ონლაინ დასაქმების პლატფორმის onjob.ge – ს ორწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაინმართება. ღონისძიებაზე ალდაგის HR განყოფილების ხელმძღვანელი ანა სიჭინავა საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ანა HR სფეროს წარმომადგენლებს, ამ მიმართულებით, ალდაგის მუშაობის პრინციპებსა და მიმდინარე პროექტებს დეტალურად გააცნობს.
„ძალიან მიხარია, რომ მომეცემა შესაძლებლობა ჩემს კოლეგებს და ასევე სხვა დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიარო ერთ–ერთი ღირებული პროგრამის დანერგვის გამოცდილება. ჩვენ დავაკვირდით, რომ კომპანიის შიგნით დაგროვდა ძალიან დიდი ცოდნა, რომელიც სპეციფიურია და კონკრეტულ გამოცდილებებს და პრაქტიკებს ეყრდნობა. ეს უნიკალური ცოდნა, როგორც კაპიტალი, კომპანიის მნიშვნელოვანი საკუთრებაა, რომელიც სათანადო გამოყენებას საჭიროებს. ბუნებრივია, თანამშრომლები ამ ცოდნის დახმარებით პირველ რიგში საკუთარ საქმეს ასრულებენ, მაგრამ ეს ამ კაპიტალის მხოლოდ ნაწილის გამოყენებაა. ამიტომ შევქმენით შიდა ბიზნეს ტრენერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ასწავლიან ერთმანეთს და სწავლობენ ერთმანეთისგან. კერძოდ, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები, რომლებიც არიან თავისი სფეროს სპეციალისტები და ექსპერტები, ჩავრთეთ თანამშრომელთა სწავლების პროცესში. ეს პროგრამა იმითაც არის გამორჩეული, რომ ხელს უწყობს შიდა კომუნიკაციის გაძლიერებას, თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდას, გუნდური მუშაობისა და სოციალური კაპიტალის ჩამოყალიბებას.“ - აღნიშნა ანა სიჭნავამ
ინტერვიუ: http://bit.ly/2LLsk6y
სხვა ახალი ამბები
სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის... შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები. 2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების... განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში
ავტო დაზღვევის აქცია
უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა