ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარლებულ დაზღვეულებს მილიონ ნახევარი ლარის ზარალს აუნაზღაურებს
shareსადაზღვევო კომპანია ალდაგი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალის უმეტესობა უკვე აუნაზღაურა. 14 ივნისიდან დღემდე, სადაზღვევო კომპანია ალდაგში 100-მდე შეტყობინება შემოვიდა. კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს შემთხვევის ადგილებზე გასვლა და სიტუაციის ანალიზი. ალდაგის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო დაზღვეულთათვის ზარალის ანაზღაურება. ზარალის ჯამურმა რაოდენობამ მილიონ ნახევარი ლარი შეადგინა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ალდაგმა გაამარტივა ზარალის დარეგულირების პროცედურები, რაც დაზღვეულებს ეხმარებათ, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, უმოკლეს დროში მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება.
ამ ეტაპზე, სრულად დათვლილი და შესწავლილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ავტომობილებზე მიყენებული მატერიალური ზარალი. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა 500 ათას ლარამდეა. ავტო მფლობელთა ზარალების 98% კომპანიამ უკვე დაარეგულირა. რაც შეეხება, ქონებრივ ზარალებს, ალდაგმა ამ მიმართულებითაც, დაასრულა ზარალების გაანგარიშება და კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა.
სხვა ახალი ამბები
სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის... შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები. 2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების... განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში
ავტო დაზღვევის აქცია
უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა