23 მარტი, 2017

ალდაგის ახალი პროდუქტი „ტურის დაზღვევა“

share

ალდაგი ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, ინოვაციური პროდუქტების შექმნას აქტიურად აგრძელებს. თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება და ახალი გამოწვევების შესაბამისი პროექტების განხორციელება ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა  ახალი პროდუქტი „ტურის დაზღვევა“ რომელიც მომხმარებლებს სამოგზაურო ხარჯების დაზღვევას სთავაზობს. 

ინდივიდუალური დაზღვევის ფარგლებში, ალდაგის ახალი პროდუქტი ავიაბილეთების და სასტუმროს საფასურის დაფარვას გულისხმობს. მომხმარებლებს აღნიშნული ხარჯები სრულად აუნაზღაურდებათ, იმ შემთხვევაში, თუ  დაგეგმილი ტური გაუქმდება  შემდეგი რისკების დადგომისას:

  • შენგენის ზონის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი
  • სასამართლოში მოწმის სახით ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკითხვაზე გამოძახება
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა
  • დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის გარდაცვალება
  • დაზღვეულის ან მისი ოჯახის წევრის უეცარი და მოულოდნელი ავადმყოფობა და ტრავმა
  • საცხოვრებელი სახლის/ბინის განადგურებაან დაზიანება

 „ტურის დაზღვევის“ პოლისის შესაძენად , საჭიროა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი და ინფორმაცია მგზავრობის შესახებ (დანიშნულების ქვეყანა და თარიღები)  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სერვისების განვითარების მიზნით,  სადაზღვევო კომპანია ალდაგი ქვეყნის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან ითანამშრომლებს, რომლებიც მომხმარებლებს კომფორტულ გარემოში მოემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში, ალდაგის  „ტურის დაზღვევა“, ტურიზმის ინდუსტრიის ტრანზაქციების ოპერატორის ამადეუსის სისტემაში მოხვდება, რაც ტურისტულ კომპანიას პოლისის მარტივად და სწრაფად გამოწერის საშუალებას მისცემს. პოლისის შეძენა ასევე შესაძლებელია ალდაგის ვებ გვერდიდან: www.aldagi.ge

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...