19 ივლისი, 2017

ალდაგის ინოვაციური პროექტები

share

22 ივნისს სადაზღვევო კომპანია ალდაგი 27 წლის გახდა. პირველმა ქართულმა სადაზღვევო კომპანიამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომხმარებლებსთვის   ინოვაციური პროდუქტები შექმნა. ალდაგის ახალი პროექტების პრეზენტაცია დღეს კომპანიის ოფისში გაიმართა, ღონისძიებას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მომსახურების სფეროში თანამედროვე ტენდენციების დანერგვა-განვითარება სადაზაღვევო კომპანია ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ შეიქმნა ალდაგის „ლოიალობის პროგრამა“. ყველა, ვინც 22 ივნისიდან შეიძენს ალდაგის ავტოდაზღვევას ავტომატურად გახდება ბონუს სქემის მონაწილე. ალდაგის  ლოიალობის პროგრამაში ჩართვისას, მიიღებთ გადახდილი პრემიის ათმაგ ბონუს ქულებს. აღსანიშნავია, რომ ყოველი უზარალო წლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დაგროვილი ქულების სადაზღვევო პოლისის შესაძენად გამოყენება. ქულების გამოყენებისას 100 ქულა 1 ლარს უდრის. პროგრამის ფარგლებში, დასაშვებია  ქულების დაგროვება სამი წლის მანძილზე და მათი შემდეგ გამოყენება.  22 ივნისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შეძენისას აირჩიეთ დამატებითი საჩუქარი: 100, 200, 300 ლარიანი ცნობილი ჰიპერმარკეტების ვაუჩერები, საწვავის ტალონები, ავტორეცხვის ბარათები და ავტომფლობელის პასუხიმგებლობის დაზღვევა.  აღნიშნული პროგრამის მიზანია წაახალისოს მოწესრიგებული მძღოლები და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გზებზე უსაფრთხოების ნორმებისა და ავტომობილის მართვის წესების სრული დაცვით მოძრაობას. 

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ალდაგმა მომხმარებლებს წარუდგინა, ახალი მობილური აპლიკაცია და  ინტერნეტ პორტალია profile.aldagi.ge რომელიც მომხმარებლის ონლაინ პროფილს  წარმოადგენს.  ამ სიახლის საშუალებით, კომპანიის კლიენტები სადაზღვევო პოლისებთან,  გადახდებთან, სადაზღვევო შემთხვევებთან, ზარალის ანაზღაურებისთან და საპენსიო ფონდთან დაკავშირებული საკითხების მართვას თავად შეძლებენ.  „მომხმარებლის პროფილი“ ალდაგის ახალ მობილურ აპლიკაციაშიც გააქტიურდება, რაც მომხმარებელს, დამატებით, საშუალებას მისცემს შემთხვევის ადგილზე დააფიქსიროს ზარალი, გადაიღოს და გააგზავნაოს ფოტომასალა ალდაგში.

სადაზღვევო ბაზრის ლიდერი კომპანია მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტებს მთელი წლის მანძილზე შესათავაზებს. 

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...