21 მაისი, 2018

ალდაგის სეზონური აქცია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის

share

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სეზონური  აქცია დაიწყო.  საზაფხულო შეთავაზება, სასტუმროებისთვის არის განკუთვნილი. ყველა, ვინც 30 ივნისის ჩათვლით, დაზღვევის პროდუქტებს შეიძენს, კომპანიისგან, სადაზღვევო პრემიაზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს. 

ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის პროგრამა სასტუმროების მფლობელებს ქონების, რემონტის, შენობის შიგთავსის (ავეჯი, სპეციალური ტექნიკა), ავტომობილისა და სამოგზაურო დაზღვევას სთავაზობს. აღნიშნული სადაზღვევის ფარგლებში, მომხმარებლებს ალდაგის სადაზღვევო შემთხვევების დარეგულირების მენეჯერი ინდივიდუალურად მოემსახურება, საჭიროების შემთხვევაში, დროულად, გაუწევს კონსულტაციას და უმოკლეს ვადებში აღმოუჩენს მას სათანადო დახმარებას.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოში, ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  შექმნილი დაფარვები, გადახდისა და ანაზღაურების გამარტივებული წესი დაზღვეულებს საშუალებას აძლევს, იყვნენ ფინანსურად დაცულნი გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს. ალდაგი ბიზნესის ფარგლებში სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა ოფისების, სასტუმროების, მაღაზია-საწყობების, სილამაზის სალონების, სპორტული და გასართობი ცენტრების, სასწავლო ცენტრების, სკოლების და ავტოგაქირავების მფლობელებს შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ალდაგი მომხმარებლებს სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის საშუალებასაც სთავაზობს.

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...