02 დეკემბერი, 2015

მესამე პირისადმი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი

share

ალდაგი მომხმარებლებს ახალ ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. 2 დეკემბრიდან, ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეიძინოს მესამე პირისადმი ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი. ალდაგის  ახალი სერვისი მომხმარებლებს  სამი სახეობის - თვეში ფიქსირებული თანხის - 5, 10 და 15 ლარიანი პოლისების შეძენის საშუალებას აძლევს. სტანდარტ, კლასიკ და პრემიუმ კლასის პროდუქტები ერთმანეთისგან  სადაზღვევო ლიმიტისა  და სადაზღვევო პრემიის ოდენობით განსხვავდება. აღნიშნული სადაზღვევო პოლისი ავტომფლობელებს  მანქანის მართვისას, მესამე პირების ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს ააცილებს თავიდან.

მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შესაძენად მომხმარებელი უნდა შევიდეს სადაზღვევო კომპანია ალდაგის ვებგვერდზე (www.aldagi.ge), სადაც აირჩევს ონლაინ დაზღვევას. პროცედურის პირველ ეტაპზე, დაზღვევის შეძენის მსურველებმა უნდა მიუთითონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც გამოიგზავნება აქტივაციის ბმული. აქტივაციის ბმულზე გადასვლისას, მომხმარებელი  შეავსებს საჭირო საინფორმაციო ველებს და დაეთანხმება სადაზღვევო პირობებს. დაზღვევის ღირებულების ონლაინ რეჟიმში გადახდის შემდეგ, პოლისი გააქტიურდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურებისა და პროდუქტების განვითარება სადაზღვევო კომპანია ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ალდაგი მომხმარებლებს ინოვაციურ და ექსკლუზიურ სერვისებს მომავალშიც მრავლად შესთავაზებს.  

პოლისის შესაძენად მიყევით ბმულს: ონლაინ დაზღვევა

იმგზავრეთ მშვიდად ალდაგთან ერთად!

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...