ალდაგი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგაგ მომხდარი ტრაგედიის გამო. ალდაგი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
კომპანია დაეხმარება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. ალდაგი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. ალდაგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის ნივთების გადაცემა.
კომპანია ასევე, ერთჯერად 5000 ლარიან ფულადი დახმარებას გაუწევს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს.
აღსანიშნავია, რომ ალდაგი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზრალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.
სხვა ახალი ამბები
სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში:
განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...
ავტო დაზღვევის აქცია
შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.
უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა
2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...