20 აგვისტო, 2015

ალდაგი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფს

share

ალდაგი  13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ 25 ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკით, კერძოდ მაცივრებითა და ტელევიზორებით უზრუნველყოფს.

დღეს სადაზღვევო კომპანია ალდაგის ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა თბილისის ვიცე-მერთან დიმიტრი ქუმსიაშვილთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა და მათ ალდაგის საჩუქრები გადასცა.  ამ დროისათვის, მერიის მიერ გადარიცხული თანხით ბინა თერთმეტმა ოჯახმა შეიძინა. ალდაგისგან ტექნიკის ნაკრებებს დარჩენილი 14 ოჯახი, ბინების შეძენისთანავე მიიღებს . 

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, ალდაგმა  მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ყველა ღონისძიება, რათა მაქსიმალურად დახმარებოდა დაზრალებულ მოქალაქეებს.  

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...