ალდაგის 25 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, წელს ჩვენმა კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ სოციალურ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც ალდაგის თითოეულ თანამშრომელს, პარტნიორსა და მომხმარებელს მიუძღვის წვლილი.
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეარჩია ერთი ოჯახი - დედა და ოთხი შვილი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, ნანგრევებში ცხოვრობენ, არ აქვთ შუქი, გათბობა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო არანაირი პირობა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი აზრით, ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემო და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის აუცილებელია, რომ იყვნენ დაზღვეულები მძიმე სოციალური პირობებისგან, წინასაახალწლოდ პატარა საჩუქრების მომზადების ნაცვლად ჩვენ ერთი დიდი საქმე გავაკეთეთ, შერჩეულ ოჯახს საჩუქრად გადავეცით ბინა ახალ აშენებულ სახლში. შორენა ბოშაშვილი და მისი ოთხი შვილი: გიორგი, პეტრე, სანდრო და ნიკა ახალ წელს საკუთარ, თბილ სახლში შეხვდებიან.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადსხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
სხვა ახალი ამბები
სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?
გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის... შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები. 2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების... განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში
ავტო დაზღვევის აქცია
უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა