16 მაისი, 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 4.2 მილიონი ლარის ღირებულების ზარალი აუნაზღაურდა

share

თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სადაზღვევო კომპანია ალდაგთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაზღვეული ჰქონდა კუთვნილი ავტობუსები. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაფიქსირდა 734 ავტოსაგზაო შემთხვევა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ზარალმა 4.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანიამ სრულად დაარეგულირა. 
„აღსანიშნავია, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიეცა საშუალება, ასეთი მასშტაბური ზარალი სრულად ანაზღაურებოდა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი სტაბილური და ფინანსურად ძლიერი პარტნიორი, როგორიც დაარსების დღიდან არის ალდაგი. ჩვენთან ერთად, ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია მშვიდად წარმართოს თავისი ბიზნეს საქმიანობა, რადგანაც ნაკისრ ვალდებულებებს ალდაგი მუდამ ასრულებს“, - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.

სხვა ახალი ამბები

01 ივლისი, 2019

სად დავისვენოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში?

გთავაზობთ სასტუმროების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ ავტოდაზღვევის აქციის ფარგლებში: 

01 ივლისი, 2019

განახლებული პირობები ავტოდაზღვევაზე ალდაგში

სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს ავტოდაზღვევაზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. მათ, ვინც ზაფხულის...

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...